პოლიტიკა
გარკვეული კატეგორიის ვიზების გაცემაზე აკრძალვა გახანგრძლივდა
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავისი ბრძანებით გააგრძელა დროებითი აკრძალვა გარკვეული კატეგორიის საიმიგრაციო და სამუშაო ვიზების გაცემაზე, რაც ნიშნავს, რომ მის მიერ შემოღებული დროებითი შეზღუდვები ძალაში დარჩება არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის, ინაუგურაციის მომენტშიც.

ტრამპის განცხადებით, შეზღუდვები აუცილებელია კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური ვარდნის დროს სამუშაო ადგილებზე კონკურენციის თავიდან ასაცილებლად.

„COVID-19-ის გავლენა შრომის ბაზარსა და მოსახლეობის ჯანმრთელობაზე კვლავინდებურად შემაშფოთებელია“,
- აცხადებს ტრამპი.


ტრამპის ბრძანება დროებით აკრძალვას ძალში ტოვებს სავიზო ლატარიის ჩატარების შემთხვევაშიც. მის მიერ გამოცხადებული სავიზო შეზღუდვები აპრილში შევიდა ძალაში, ხოლო ივნისში კიდევ უფრო გაფართოვდა.

რადიო ,,თავისუფლების" თანახმად, მრავალი ამერიკული კომპანია ილაშქრებს მოქმედი პრეზიდენტის ამ ბრძანების წინააღმდეგ.


სააგენტოს ცნობით, საიმიგრაციო და სავიზო შეზღუდვებს კრიტიკა დაატყდა თავს არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მხრიდან, მაგრამ მას ჯერ არ დაუზუსტებია, გეგმავს თუ არა მის გაუქმებას, ინაუგურაციის შემდეგ.
Print