პოლიტიკა
„ფრთიანი ანგელოზები არ ვართ, მაგრამ“,,, - გენდერული თანასწორობის საბჭოს ანგარიში დეპუტატებს
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის გენდერული თანასწორობის საბჭომ, 2020 წელს გაწეული მუშაობის ანგარიში, საკრებულოს პირველივე სხდომაზე, 27 იანვარს წარადგინა. საბჭოს თავმჯდომარის გელა ნოზაძის თქმით, გასულ წელს დაგეგმილი ღონისძიებების ჩატარებას ხელი პანდემიამ შეუშალა. გენდერული თანასწორობის განყოფილების ხელმძღვანელის გულიკო მაღრაძის თქმით, 2020 წელს ძირითადად, საინფორმაციო ბროშურების დაბეჭდვით და რამდენიმე ონლაინ შეხვედრით შემოიფარგლნენ.

ანგარიშში წერია, რომ საბჭოს საქმიანობა ძირითადად, საინფორმაციო შეხვედრები და გენდერული სტატისტიკის დამუშავებაა.

2021 წლის საკრებულოს პირველ სხდომაზე, გენდერული თანასწორობის საბჭოს 2021-2023 წლების სამოქმედო გეგმა და სტრატეგია დაამტკიცეს. გენდერული თანასწორობის განყოფილებაში, მომავალი სამი წლის პრიორიტეტად საინფორმაციო შეხვედრებს მიიჩნევს.

გენდერული თანასწორობის 15-კაციანი საბჭო 2018 წელს შეიქმნა და მასში სამთავრობო და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები არიან გაერთიანებული. რაც შეეხება განყოფილებას - ის 2017 წლიდან მუშაობს ახალციხის მერიაში.

Print