პოლიტიკა
ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი პარლამენტში შედიან
ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი პარლამენტში შედიან. პარტია "მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ მისმა პარტიამ "ქართულ ოცნებასთან" ხელშეკრულება გააფორმა და ამ შეთანხმების ფარგლებში საპარლამენტო საქმიანობას დაიწყებენ.

"შევთანხმდით საბოლოოდ და შეთანხმება გავაფორმეთ ქართული ოცნების ლიდერებთან. რაც გულისხმობს, ჩვენ შეთანხმების შემდეგ ჩავერთვებით საპარლამენტო საქმიანობაში... კი, მოვაწერეთ ხელი",
- ამბობს ელისაშვილი.

ალეკო ელისაშვილის თქმით, ის და მისი პარტიის წევრი ლევან იოსელიანი პარლამენტში საქმიანობას შეწყვეტენ, თუ "ქართულ ოცნებასთან" დადებული შეთანხმება არ შესრულდა.

"თუ პირველ მარტამდე არ მოხდ ინიცირება, როგორც მოხდა შემოსვლა და როგორც შემოვედი, ისე გავალთ", - ამბობს ელისაშვილი.
Print