პოლიტიკა
„ხარვეზები ძალიან ცუდი სიტყვაა, პატარა უზუსტობებია “ - ახალქალაქის მერი აუდიტის დასკვნაზე
ახალქალაქის მერი აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს ეხმაურება. იურიკ უნანიანი ამბობს, რომ ხარვეზები მხოლოდ ტექნიკურია და გამოასწორებენ.

„ზეპირად არ მახსოვს დიდი მოცულობის დოკუმენტაციაა, არ არის ხარვეზი, იქ არის პატარა უზუსტობა. ორშაბათს გავარკვევ ყველაფერს და შევისწავლი, თუმცა ხარვეზები ცუდი სიტყვაა, ეს შეიძლება ყველგან იყოს“, - განაცხადა იურიკ უნანიანმა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის 2018-2019 წლების საქმიანობა შეისწავლა. აუდიტის შედეგად, თვითმმართეველობის საქმიანობაში ხარვეზები გამოვლინდა. მათ შორის დადგინდა, რომ 60-მდე ინფრასტრუქტურული პროექტი უხარისხოდ შესრულდა.

ამის გარდა, თვითმმართველობის საქმიანობაში გამოვლინდა დარღვევები, როგორიცა გამოუყენებელი ინფრასტრუქტურული პროექტები, საბიუჯეტო სახსრების არაეფექტურად ხარჯვა, ხარვეზები შესყიდვების პროცესში, ქონების განკარგვა არაუფლებამოსილი პირების მიერ და შესაბამისად, მიუღებელი საიჯარო ქირა, ინვენტარიზაციის და წყალმომარაგებაში არსებული ხარვეზები.
Print