პოლიტიკა
საქართველო აზერბაიჯანზე 10,6-ჯერ, სომხეთზე კი 3,3-ჯერ ნაკლებ ბოსტნეულს აწარმოებს
2019 წლის მონაცემებით, საქართველო აზერბაიჯანზე 10,6-ჯერ, სომხეთზე კი 3,3-ჯერ ნაკლებ ბოსტნეულს აწარმოებს. ამის შესახებ ინფორმაციას ახალგაზრდა ფერმერთა ასოციაცია FAO-ზე დაყრდნობით ავრცელებს. 

გთავზობთ მონაცემებს, თუ რა რაოდენობის ბოსტნეული იწარმოებოდა 2015-2019 წლებში საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში.
  • 2019 წელს საქართველოში - 161 100, სომხეთში - 547 100, აზერბაიჯანში 1716 200 ტონა.
  • 2018 წელს საქართველოში - 142 100, სომხეთში - 560 300, აზერბაიჯანში 1523 400 ტონა.
  • 2017 წელს საქართველოში - 125 900, სომხეთში - 811 900, აზერბაიჯანში 1 407 100 ტონა.
  • 2016 წელს საქართველოში - 141 700, სომხეთში - 916 100, აზერბაიჯანში 1 272 100 ტონა.
  • 2015 წელს საქართველოში - 152 300, სომხეთში - 973 300, აზერბაიჯანში 1 276 800 ტონა.

Print