პოლიტიკა
130 000 ლარი ავტომობილების ტექნიკური მომსახურებისთვის - მერია კომპანიას არჩევს
ახალციხის მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული ავტომანქანების შეკეთების ტექნიკური მომსახურების შესაძენად, მერიის მიერ, 130 029.5 ლარზე გამოცხადებული ტენდერი, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება 20 ათასი ლარია,  დღეს, 12 თებერვალს დასრულდა. ამ ეტაპზე პრეტენდენტის შერჩევა/შეფასება მიმდინარეობს. ტენდერში მონაწილეობა მხოლოდ ერთმა - ი.მ ამირან პეტაშვილმა მიიღო.

ამირან პეტაშვილი მერიისგან აღნიშნული საქმიანობის გასაწევად 107 ათას ლარს ითხოვს. 

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, გამარჯვებულმა კომპანიამ მომსახურება ეტაპობრივად უნდა გაწიოს:

• ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე დაზიანებული ნაწილის/დეტალის დიაგნოსტიკა/დათვალიერება უნდა განხორციელდეს დაუყოვნებლივ/რიგგარეშე.
• მომსახურების გაწევა/ ნაწილის შეცვლა უნდა მოხდეს მოთხოვნიდან ორი დღეში.
• თუ დაზიანება რთული კატეგორიისაა და/ან საჭიროებს სათადარიგო ნაწილის შეკვეთას, ასეთის არსებობის შემთხვევაში დამატებით ეცნობება შემსყიდველს მომსახურების/ნაწილის მიწოდების ვადების შესახებ და მოხდეს შეთანხმება აღნიშნულ ვადაზე.

მომსახურება უნდა გაეწიოს ახალციხის მერიის ბალანსზე არსებულ 17 ავტომობილს:

შესრულებული სამუშაოს საგარანტიო ვადა უნდა მოქმედებდეს 6 თვე ძირითად აგრეგატებზე (ძრავი, ხიდი, გადაცემათა კოლოფი). ხოლო სათადარიგო ნაწილებზე - 4 თვე.

ხელშეკრულება მოქმედებს 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

Print