პოლიტიკა
ბორჯომში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს დეპუტატი და გუერნატორი შეხვდნენ
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორს, ახალციხის, ადიგენის, ბორჯომისა და ასპინძის მაჟორიტარ დეპუტატს და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

მხარეებმა ბორჯომის მუნიციპალიტეტში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული ოჯახების საკითხებზე იმსჯელეს და მათი გრძელვადიანი განსახლების ალტერნატივები განიხილეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, სააგენტოს დირექტორი, მაჟორიტარი დეპუტატი და სახელმწიფო რწმუნებული დევნილი ოჯახების საცხოვრებელ პირობებს ადგილზე გაეცნენ, მათი პრობლემები პირადად მოისმინეს და გადაჭრის გზებზე ისაუბრეს.
Print