პოლიტიკა
რა პროცედურებს ითვალისწინებს კონსტიტუცია პრემიერის გადადგომის შემდეგ
რა პროცედურებს ითვალისწინებს კონსტიტუცია პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ - ამის შესახებ განმარტებას კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე "ფეისბუქზე" აკეთებს :

რა პროცედურებს ითვალისწინებს კონსტიტუცია:

1. პრემიერ-მინისტრს უფლებამოსილება უწყდება გადადგომისთანავე (მოვალეობას ასრულებს ვიცე-პრემიერი). დანარჩენი მთავრობა განაგრძობს მუშაობას ახალი მთავრობის ფორმირებამდე;

2. პარლამენტს პრემიერ-მინისტრის გადადგომიდან 2 კვირიანი ვადა აქვს მმართველი პარტიის მიერ დასახელებული კაბინეტის დასამტკიცებლად. ნდობისთვის საჭიროა 76 ხმა;

3. თუ ამ ვადაში ნდობისთვის საჭირო ხმების მობილიზება ვერ მოხერხდა, პარლამენტს კონსტიტუცია დამატებით 2 კვირიან ვადას აძლევს კაბინეტის შემადგენლობაზე მოლაპარაკებებისთვის.

3. თუ პარლამენტმა ამ 4 კვირაში მთავრობა ვერ დაამტკიცა, პრეზიდენტი ვალდებულია 1 კვირის ვადაში დაითხოვოს პარლამენტი და დანიშნოს რიგგარეშე არჩევნები," - წერს მენაბდე.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გადადგომის შესახებ განცხადება ცოტა ხნის წინ გააკეთა. მისი თქმით, თანამდებობა ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით გუნდთან შეუთანხმებლობის გამო მიიღო.

რიგგარეშე არჩევნების შემთხვევაში, არსებობს რამდენიმე დეტალი:

1. კონსტიტუციის არსებული რედაქციით რიგგარეშე არჩევნები ჩატარდება 120/30 (ჩაკეტით) სისტემით 1%-იანი ბარიერით;

2. რიგგარეშე არჩევნები ჩატარდება მინიმუმ 24 აპრილს მაქსიმუმ 25 მაისს (სიჩქარეში შეიძლება 1-2 დღე უზუსტობა მქონდეს);

3. სანამ რიგგარეშე არჩევნების შედეგად გამარჯვებული პოლიტიკური ერთობა ახალ მთავრობას დაამტკიცებს, მანამდე მოვალებას არსებული კაბინეტი შეასრულებს.

დათქმა: რიგგარეშე არჩევნები ჩატარდება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ პარლამენტმა ახალი პრემიერი ვერ დაამტკიცა.


ახალი პრემიერის დამტკიცებამდე, მოვალეობას ასრულებს პირველი ვიცეპრემიერი.
Print