პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს

 

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს. სხდომის დაწყებამდე პოლიტსაბჭოს წევრების მხრიდან მედიასთან განცხადებები არ გაკეთებულა.

როგორც ცნობილია, პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, 16:00 საათზე უმრავლესობის შეხვედრაა ჩანიშნული.

მმართველი გუნდი შეხვედრებზე სავარაუდოდ, პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დატოვების შესახებ გიორგი გახარიას გადაწყვეტილებას განიხილავს და შესაბამისად, მთავრობის ფორმირების საკითხზე იმსჯელებს.

გადადგმის შესახებ გახარიას განცხადების შემდეგ, პარტიის ლიდერებმა ბრიფინგი გამართეს. "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ პოლიტსაბჭო შეიკრიბებოდა და დასახელდებოდა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი.
Print