პოლიტიკა
"შეზღუდვების მოხსნა ამ კვირიდან დაიწყება" - პრემიერობის კანდიდატი
საქართველოს პრემიერ-მინისტობის კანდიდატის განცხადებით, covid-19-ის გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების ღონისძიებებზე მიმდინარე კვირაში იმსჯელებენ. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, შეზღუდვების 80% მოიხსნება. 

მან შესაბამისი განცხადება პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. 

„ამ კვირაში ჩვენ გვექნება პირველი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა, სადაც უკვე გამოვაცხადებთ პირველი შემსუბუქების ღონისძიებებს და საკითხების 80% გადაწყვეტილი იქნება. ეს შემსუბუქებები ამ კვირიდანვე ამოქმედდება, რა თქმა უნდა, ეპიდემიოლოგების და ჯანდაცვის მინისტრთან კოორდინაციით“, - განაცხადა ღარიბაშილმა.

გარდა ამისა ირაკლი ღარიბაშვილმა დააანონსა, რომ საკოორდინაციო საბჭოზე განიხილავენ საბავშვო ბაღების, დახურული სივრცეების, ზამთრის კურორტების და ტრანსპორტს ამოქმედების საკითხებს. ამასთანავე, საკოორდინაციო საბჭოზე ვაქცინის შემოტანასთან დაკავშირებულ საკითხებზეც იმსჯელებენ.
Print