პოლიტიკა
"სეზონურ სამუშაოებზე მოლაპარაკებები გვაქვს საფრანგეთთან, ისრაელთან, საბერძნეთთან".- ეკატერინე ტიკარაძე
ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ეკატერინე ტიკარაძემ პარლამენტის გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე განაცხადა, რომ საქართველო სეზონურ სამუშაოებზე მოლაპარაკებებს საფრანგეთთან, ისრაელთან და საბერძნეთთან აწარმოებს.

"შემდეგი ქვეყნები, რომლებიც ჩვენ მოლაპარაკების რეჟიმში გვყავს, ეს არის საფრანგეთი, საბერძნეთი და ისრაელი, თუმცა, კვიპროსთანაც მიმდინარეობს გარკვეული მოლაპარაკება. ასევე, გერმანიის შემდეგ, ევროპის არაერთი ქვეყნიდან გვქონდა გამოხმაურება და ინტერესი",
- ეკატერინე რიკარაძე.

გერმანიაში სეზონურ სამუშაოებზე წასვლის სურვილი საქართველოს 60 000-ზე მეტმა მოქალაქემ გამოთქვა.

შეგახსენებთ, რომ გერმანიაში დასაქმების მიზნით რეგისტრაცია 15 თებერვალს დაიწყო. საქართველოს მოქალაქეებს დროებითი ლეგალური დასაქმება 3 თვით შეეძლებათ. სეზონური სამუშაოები გერმანიაში 1-ლი აპრილიდან დაიწყება.
Print