პოლიტიკა
ოპოზიცია დღეს მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციას გამართავს
მინდა ყველას პირობა მივცე, ნიკა მელია და ჩვენი სამშობლოც ძალიან მალე თავისუფალი იქნება, - ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ პარტიის ოფისში შეკრებილ მხარდამჭერებს.

მან აღნიშნა, რომ დღეს ოპოზიცია მხარდამჭერებთან ერთად, 15:00 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციასთან შეიკრიბება, რათა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავება გააპროტესტოს.

„როგორ ყველა ველოდებიდით, დღეს ბიძინა ივანიშვილის რეჟიმმა და ნაძირალა ღარიბაშვილმა გადაწყვიტა, საბჭოთა არმიის დაბადების დღეს საბოლოოდ გადაიქცნენ ბოლშევიკურ რეჟიმად. დღეს მთელმა მსოფლიომ ნახა, რომ მთავარი ოპოზიციური ძალის შენობაზე მიტანილი იყო შტურმი იმისთვის, რომ დაეპატიმრებინათ ჩვენი პარტის თავმჯდომარე ნიკა მელია, მაგრამ მინდა ყველას პირობა მივცე, ნიკა და ჩვენი სამშობლოც თავისუფალი იქნება. ეს ძალიან მალე იქნება. შესაბამისად, როდიონოვების, გავრილოვების, ბოლშევიკების, ოლიგარქების არ გვეშინია. ვაგრძელებთ ბრძოლას გამარჯვებამდე. დღეს ეს ოფისი არის ეპიცენტრი. ოფისი, რომელიც დაარბიეს, წაიღეს სერვერები, გაანადგურეს არქივი. ყველა ოთახი გაპარტახებულია, ადამიანები დაწამლეს შენობაში, რამდენიმე ადამიანი ცუდად გახდა. იმის საშუალება არ გვქონდა, რომ სასწრაფო გამოგვეძახებინა. ჩვენ აქედან მივდივართ კანცელარიასთან“, - განაცხადა დეკანოიძემ.

მისი თქმით, თავისუფლება ბრძოლის გარეშე არ მოდის და ეს მაგალითი ნიკა მელიამ აჩვენა.

ცნობისთვის, სპეციალური დანიშნულების რაზმმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავა. სამართალდამცავებმა ნიკა მელია პარტიის ოფისში, საკუთარ კაბინეტში აიყვანეს. მანამდე კი პარტიის ოფისში სამართალდამცავებმა ე.წ.წიწაკის სპრეი გაუშვეს.
Print E-mail
Facebook Twitter
ამავე კატეგორიაში
პარტნიორი მედიასაშუალებების მასალები
ამინდი
ახალციხე 6 °C
img
ახალქალაქი 3 °C
img
ასპინძა 7 °C
img
ადიგენი 8 °C
img
ბორჯომი 6 °C
img
თბილისი 4 °C
img
აბასთუმანი 2 °C
img
ბაკურიანი -1 °C
img
ნინოწმინდა 3 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
1
3.9824
RUB
RUB
100
4.4277
TRY
TRY
1
0.4678
USD
USD
1
3.2888
AMD
AMD
1000
6.2886
კალენდარი
«« მარტი  »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.