პოლიტიკა
ახალციხელი ემიგრანტები ათენში გამართულ სოლიდარობის აქციას შეუერთდნენ
დღეს, 28 თებერვალს, საბერძნეთის დედაქალაქ ათენში, 20-მდე ქართველმა ემიგრანტმა, სოლიდარობა ნიკა მელიას გამოუცხადა და პარლამენტის წინ აქცია გამართა. მოქალაქეები „თავისუფლება პოლიტპატიმრებს“ ლოზუნგებით საქართველოს ხელისუფლების ქმედებას აპროტესტებენ. მათგან ერთ-ერთი აქციის მონაწილე ახალციხელი ირმა მგელაშვილია.
„საბერძნეთში მყოფი ემიგრანტები მხარდაჭერას ვუცხადებთ ნიკა მელიას, ვუერთდებით პერმანენტულ აქციებს და ვაცხადებთ - ძირს ქურდული ოცნება“, - განმარტავს ირმა გელაშვილი.აქცია დღეს, 28 თებერვალს, საქართველოს დროით 11:30 საათზე დაიწყო და ერთ საათს გაგრძელდა.

Print