პოლიტიკა
ელენე ხოშტარიამ ახალი პოლიტიკური მოძრაობა, დროა დააარსა
"ევროპული საქართველოს" ყოფილმა წევრმა, ელენე ხოშტარიამ პოლიტიკური მოძრაობა - დროა დაარსა. 

"ეს არის პოლიტიკური მოძრაობა და ის რაც დავდე, ეს არის ერთ-ერთი პროდუქტი, რომელიც იქნება, იუთუბ არხი, სადაც გევქნება ხოლმე რეგულარულად მხილება, ადამიანის ჯგუფების პრობლემების წინ წამოწევა. თუმცა ეს არის ერთ-ერთი პროდუქტი, ხოლო დანარჩენებზე, გუნდზე და სხვა პლატფორმებზე, სადღაც მარტის ბოლოს გავაკეთებ პრეზენტაციას", - განაცხადა On.ge-სთან. 

მანამდე ხოშტარიამ ვიდეო მიმართვა იუთუბ არხზე გამოქვეყნა.
Print