პოლიტიკა
ავტოპარკის განახლება მოხდა, აუდიტის დასკვნას არ ვეთანხმები - ზაზა მელიქიძე
ახალციხის მერია აუდიტის დასკვნას არ ეთანხმება. მუნიციპალიტეტის მერი აცხადებს, რომ აუდიტის სამსახურს პასუხი უკვე გადაეგზავნა. დასკვნის მიხედვით, მუნიციპალიტეტის ბალანსზე მყოფ მანქანებში, ერთ დღეში იმაზე მეტი საწვავის ჩასხმის ფაქტი გამოვლინდა, ვიდრე ამას ავზი დაიტევდა. ოთხი მანქანიდან ერთი მერიის, ხოლო სამი შემთხვევა საკრებულოს მანქანებზე მოდის. საწვავის გარდა აუდიტის სამსახურს შენიშვნები აქვს მანქანების რაოდენობასთან დაკავშირებითაც, რაზეც ზაზა მელიქიძის პასუხობს, რომ მერიამ ავტოპარკი განაახლა, რადგან ძველი ტრანსპორტის მოვლა-პატრონობა გაცილებით დიდ ხარჯებს უკავშირდებოდა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შენიშვნები ახალციხის მერიის მიერ განხორციელებულმა შესყიდვებმა დაიმსახურა, რომლებიც, აუდიტორების თქმით, ერთ კომპანიაზე იყო მორგებული და ინტერესთა კონფლიქტის ნიშნებს შეიცავდა.
Print