პოლიტიკა
ვლადიმერ პოზნერს კანონი არ დაურღვევია - შსს-ს პასუხი სამოქალაქო აქტივისტებს
სამოქალაქო აქტივისტები სასტუმრო "ვინოტელთან" ვლადიმერ პოზნერისა და მისი 50-მდე მეგობრის საქართველოში ჩამოსვლას აპროტესტებენ. საქმე ეხება საქართველოში რუსი ჟურნალისტის ვიზიტს საქართველოში. დედაქალაქში ვლადიმერ პოზნერის ვიზიტს აპროტესტებენ.

სასტუმროსთან, სადაც ის ახლა მეგობრებთან ერთად იმყოფება, სამოქალაქო აქტივისტები აქციას მართავენ. აქტივისტები ადგილზე სასტვენებით მივიდნენ და პროტესტის ნიშნად სასტუმროს კარებზე აბრახუნებენ. მანამდე, რუსი ჟურნალისტი მეგობრებთან ერთად ერთ-ერთ რესტორანში იმყოფებოდა, სადაც მას ჟურნალისტები დახვდნენ, თუმცა პოზნერმა ტერიტორია კომენტარის გარეშე დატოვა.

სასტუმრო "ვინოტელს", სადაც რუსი ჟურნალისტი ვლადიმერ პოზნერი იმყოფება, სამოქალაქო აქტივისტებმა ელექტროენერგია გაუთიშეს. 

შრომის ინსპექციამ სასტუმრო "ვინოტელი" 10 ათასი ლარით დააჯარიმა. ამის შესახებ ინფორმაცია შსს-ს წარმომადგენელმა ელენე ხოშტარიას მიაწოდა. მის შეკითხვაზე, რატომ რჩებიან პუტინის მეგობრები სასტუმროს ტერიტორიაზე, პოლიციის წარმომადგენელი არ პასუხობს.

რაც შეეხება კანონდარღვევას, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რუს ჟურნალისტ ვლადიმერ პოზნერს ოკუპაციის შესახებ კანონი არ დაურღვევია, რადგან პოზნერი აშშ-ის მოქალაქეა და საქართველოში აქამდეც არაერთხელ იმყოფებოდა.

„აღნიშნულ პირს, რომელიც არის აშშ-ის მოქალაქე, არ დაურღვევია კანონი ოკუპაციის შესახებ, იგი არაერთხელ არის ნამყოფი საქართველოში. რაც შეეხება მათ ქვეყანაში შემოსვლას, მთავრობის დადგენილების შესაბამისად, ნაწილს ჰქონდა კოვიდ პასპორტი, ხოლო ნაწილს „პისიარ“ ტესტის ცნობა“,- განმარტავენ უწყებაში.

არსებული ინფორმაციით, ვლადიმერ პოზნერი საქართველოში დაბადების დღის აღსანიშნავად ჩამოვიდა.

Print