პოლიტიკა
ნახევარი მილიონი ხელფასებში, 28 166 ლარი საწვავში - სამხარეო ადმინისტრაციის ხარჯი TI-მ შეისწავლა
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” სახელმწიფო რწმუნებულის ცხრა ადმინისტრაციის 2020 წლის ხარჯები შეისწავლა. საზოგადოებრივი ორგანიზაციის ინფორმაციით, ხარჯმა ჯამურად 5 182 978 ლარი შეადგინა.

კვლევაში თავმოყრილია შრომის ანაზღაურების, ჯილდოს, პრემიის და სახელფასო დანამატის, ასევე ადმინისტრაციების მიერ სატელეფონო კომუნიკაციაზე, მივლინებებზე, საწვავზე, ავტომობილების შეკეთება-დიაგნოსტიკაზე გაწეული და წარმომადგენლობითი ხარჯები.

კვლევის მიხედვით, 2020 წელს, სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში ხელფასის სახით 503 700 ლარი გაიცა. მათგან გუბერნატორმა ბესიკ ამირანაშვილმა 70 800 ლარი აიღო, პირველმა მოადგილე შალვა ბერძენიშვილმა 36 000, მოადგილეებმა შოთა როსტიაშვილმა და ზურაბ ხაჩიძემ 34 800 – 34 800 ლარი. სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში გასულ წელს არ გაცემულა პრემია, ჯილდო და დანამატი.

სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციები 2020 წელს 80 ავტომობილით სარგებლობდნენ. ყველაზე მეტი, 12-12 ავტომობილია სამეგრელო-ზემო სვანეთისა და იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციების სარგებლობაში. სამცხე-ჯავახეთში 10 ავტომობილზე 32 353 ლარი დაიხარჯა.

სახელმწიფო რწმუნებულების ადმინისტრაციებმა ერთ წელში 245 413 ლიტრი საწვავი გახარჯეს. ყველაზე მეტი სამეგრელო-ზემო სვანეთის ადმინისტრაციამ მოიხმარა - 46 327 ლიტრი. სამცხე-ჯავახეთში კი 28 166 ლარის საწვავი დაიხარჯა.

რეგიონში ტელეკომუნიკაციებზე 3 537 ლარი დაიხარჯა, მივლინებაზე კი 160.

სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციებმა 2020 წელს წარმომადგენლობითი ხარჯებისთვის, მათ შორის რესტორნის მომსახურებაზე, ასევე საოფისედ სასმელი პროდუქტების (წყალი, ჩაი, ყავა) შესაძენად 28 392 ლარი გაიღეს. სამცხე-ჯავახეთში ამ მუხლში ხარჯმა 367 ლარი შეადგინა.

„სახელმწიფო რწმუნებულის“ ინსტიტუტი საქართველოში 1990-იანი წლებიდან მუშაობს. მისი ძირითადი ფუნქცია მუნიციპალიტეტებში მთავრობის წარმომადგენლობის უზრუნველყოფა, ასევე ცენტრსა და თვითმმართველობებს შორის მაკოორდინირებელი საქმიანობაა, „თუმცა არსებული პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ „სახელმწიფო რწმუნებულების“ (წარსულში გუბერნატორი) გავლენა მუნიციპალიტეტებზე მაღალია, ხშირად ერევიან პირდაპირი წესით არჩეული მერების და საკრებულოების საქმიანობაში და მნიშვნელოვნად ზღუდავენ მათ დამოუკიდებლობას. დეცენტრალიზაციის დაბალი დონის პირობებში კი „სახელმწიფო რწმუნებულის“ ინსტიტუტი ცენტრალური ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანი ბერკეტია მუნიციპალიტეტებზე ფორმალური თუ არაფორმალური კონტროლის განსახორციელებლად“, - წერია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” კვლევის შედეგებში.
Print E-mail
Facebook Twitter
ამინდი
ახალციხე 6 °C
img
ახალქალაქი 3 °C
img
ასპინძა 7 °C
img
ადიგენი 8 °C
img
ბორჯომი 6 °C
img
თბილისი 4 °C
img
აბასთუმანი 2 °C
img
ბაკურიანი -1 °C
img
ნინოწმინდა 3 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
1
3.9824
RUB
RUB
100
4.4277
TRY
TRY
1
0.4678
USD
USD
1
3.2888
AMD
AMD
1000
6.2886
კალენდარი
«« აპრილი  »»
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.