პოლიტიკა
თუ ყველა არალეგალი 15 ივნისამდე ქვეყნის ტერიტორიას არ დატოვებს, ეს ხალხი დაისჯება - რუსეთის შსს
რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო დსთ-ს ქვეყნებისგან მოითხოვს, რომ მათ რუსეთში არალეგალურად მყოფი თავისი მოქალაქეები 15 ივნისამდე დაუყოვნებლივ გაიყვანონ. ამის შესახებ საპარლამენტთაშორისო ასამბლეაზე უწყების ხელმძღვანელის მოადგილემ ალექსანდრ გორავოიმ განაცხადა. რუსული მედიის ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის მიხედვით, დღეს რუსეთში 

332 ათასი არალეგალი მიგრანტი იმყოფება უზბეკეთიდან,

247 ათასი - ტაჯიკეთიდან,

152 ათასი - უკრაინიდან,

120 ათასი აზერბაიჯანიდან,

115 ათასი - ყირგიზეთიდან,

61 ათასი - სოხეთიდან,

56 ათასი - მოლდოვიდან,

49 ათასი - ყაზახეთიდან.

„თუ ყველა არალეგალი 15 ივნისამდე ქვეყნის ტერიტორიას არ დატოვებს, ეს ხალხი დაისჯება საზღვრების სამუდამო ჩაკეტვით. ვისურვებდი, რომ თქვენს სახელმწიფოში აგიტაციური სამუშაოები ჩაგეტარებინათ“ - ხაზს უსვამს გორავოი.

დეკემბრის შუა რიცხვებში ვლადმერ პუტინმა მიგრანტებს რუსეთში ცხოვრების ვადა კორონავირუსთან დაკავშირებით, 2021 წლის 15 ივნისამდე გაუხანგრძლივა.
Print