პოლიტიკა
სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში ლიეტუვის დელეგაციას უმასპინძლეს
სამცხე-ჯავახეთში რეგიონის პირველმა პირებმა ლიეტუვის რესპუბლიკიდან დელეგაციას უმასპინძლეს. ინფორმაციას სამხარეო ადმინისტრაციის ფეისბუკ გვერდი ავრცელებს. 

რეგიონს ლიეტუვის ელჩი ანდრიუს კალინდრა, ეროვნული უმცირესობების დეპარტამენტის დირექტორი და ლიეტუვის რესპუბლიკის პრემიერ მინისტრის მრჩეველი ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში ეწვივნენ. დელეგაციას მხარის რწმუნებული მოადგილეებთან, ნინოწმინდის და ახალქალაქის მერებთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად შეხვდა. 

"ეროვნულ უმცირესობებთან დაკავშირებული პოლიტიკა რეგიონში, არსებული პრაქტიკები და ზოგადი მდგომარეობა განიხილეს", - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
Print