პოლიტიკა
"ექსპო ჯორჯიაში" გახარია პარტიის პრეზენტაციაა, გარეთ სამოქალაქო აქტივისტები საპროტესტო აქციას მართავენ
ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოსთვის“ დღეს დაფუძნდება. „ექსპო ჯორჯიაში”, სადაც პარტიის პრეზენტაცია უნდა გაიმართოს, სამოქალაქო მოძრაობა „შეცვალეს“ და „,მოძრაობა საქართველოსთვის“ წევრები აქციას მართავენ.

მათ ხელში ბანერები უჭირავთ წარწერებით: „ტყვია თვალში საქართველოსთვის", „კოვიდ-კორუფცია საქართველოსთვის", „ანაკლიის პროექტის ჩაშლა საქართველოსთვის“. 

ადგილზე ყოფილი პრემიერ-მინისტრის მისვლას აქტივისტების ხმაური მოჰყვა. ადგილზე მოხდა შელაპარაკებაც. აქტივისტების განცხადებით, გიორგი გახარია საქართველოში წარმოადგენს რუსეთს და „ის არის „ქართული ოცნების” გეგმა ბ“.
Print