პოლიტიკა
სომხეთი მზადაა, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრიდან ჯარი გაიყვანოს - ნიკოლ ფაშინიანი
სომხეთი მზადაა, არსებული რთული სიტუაციის დეესკალაციის მიზნით, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრიდან ჯარი გაიყვანოს, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.

„მივესალმები ეუთო-ს „მინსკის ჯგუფის“ თანათავმჯდომარეების განცხადებას. ეს ჩვენთვის ფუნდამენტურად მისაღებია. მზად ვართ, ნებისმიერ დროს დავიწყოთ ჯარების გაყვანა და ასევე ველით, რომ „მინსკის ჯგუფი“ მიაღწევს შეთანხმებას აზერბაიჯანთან, რომ მათაც ანალოგიურად იმოქმედონ,“- აღნიშნა ფაშინიანმა.

მისივე თქმით, ოფიციალური ერევანი მზადაა ეუთო-ს „მინსკის ჯგუფის“ დახმარებით, დაიწყოს სამუშაოების შესრულება საზღვრების დადგენის, დემარკაცია-დელიმიტაციის მიზნით და ამავე დროს, მათი ეგიდით, მთიანი ყარაბაღის რეგიონის საკითხზე მოლაპარაკებები განაახლოს.
Print