პოლიტიკა
დეპუტატებმა ახალციხეში საცურაო აუზის მშენებლობა და სპორტული კომპლექსი მოინახულეს
მეათე მოწვევის პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრებმა, პირველი გასვლითი შეხვედრა სამცხე-ჯავახეთში გამართეს. მიხეილ ყაველაშვილმა, დავით კაჭარავამ და ვიქტორ სანიკიძემ ვიზიტი ახალციხის ცენტრალური სტადიონიდან დაიწყეს. დეპუტატებმა სპორტის სხვადასხვა სახეობის განვითარებაზე ისაუბრეს. სახელმწიფო რწმუნებულმა სამცხე-ჯავახეთში ბესიკ ამირანაშვილმა პარლამენტის წევრებს სთხოვა, მედიატორის როლი შეასრულონ ფეხბურთის, მძლეოსნობისა და რაგბის ფედერაციებთან, რათა ამორტიზებული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია დროულად დაიწყოს და მულტიფუნქციური სტადიონი მოეწყოს.

დეპუტატებმა სპორტული სკოლის შემდეგ ის ადგილი მოინახულეს, სადაც საცურაო აუზი უნდა აშენდეს. პარლამენტის წევრების ვიზიტი ასპინძის რაგბის ბაზის მონახულებით დასრულდა.

Print