პოლიტიკა
გაზიფიცირება ძალიან პრობლემურია სამცხე-ჯავახეთში - სოზარ სუბარი
საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა სამცხე-ჯავახეთში ჩატარდა. ახალქალაქის სოფელ კუმურდოში, სკოლის შენობაში გამართულ შეხვედრას კომიტეტის წევრების გარდა სახელმწიფო რწმუნებული, ადგილობრივი ხელისუფლების და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სხდომაზე მოისმინეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაცია სამცხე-ჯავახეთში,"რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის" 2019-2020წწ გაწეული სამუშაოების, მიმდინარე პროექტებისა და სამომავლო გეგმების შესახებ.

უწყების ინფორმაციით, 2012 წლიდან დღემდე რეგიონში 100-ზე მეტ საბავშვო ბაღს და 193 სკოლას ჩაუტარდა რეაბილიტაცია. აშენდა 15 ახალი სკოლა. სამცხე-ჯავახეთში 750კმ. გზა დაიგო, რაზეც ჯამში 544 167 606 ლარი დაიხარჯა. რეგიონში მოსახლეობის 75% გაზიფიცირებულია.


Print