პოლიტიკა
ენმ - ძალა ერთობაშია" საპარლამენტო საქმიანობას წყვეტს
ფრაქცია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშიას" თავმჯდომარის, ხატია დეკანოიძის თქმით, ფრაქციის წევრები პარლამენტის საქმიანობას აღარ გააგრძელებენ.

დეკანოიძის განმარტებით, პარტია მხოლოდ ხელისუფლებისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურაში მიიღებს მონაწილეობას. ამას გარდა ერთადერთი შემთხვევა, როცა ფრაქცია კენჭისყრაში მონაწილეობას მიიღებს, ეს საქართველოს კონსტიტუციისთვის კენჭისყრა იქნება.

,,ჩვენ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ფრაქცია ძალა ერთობაშია, რა თქმა უნდა, იმ რუტინულ პროცესში, რომელსაც ჰქვია ამ ფარისევლურ ყალბ პარლამენტში, მონაწილეობას აღარ გავაგრძელებთ. რა თქმა უნდა, ჩვენ ვიქნებით საქართველოს მოქალაქეებთან ერთად, ჟურნალისტებთან ერთად, რომლებსაც კლავენ პირდაპირი ამ სიტყვის მნიშვნელობით და არავის არ უნდა რომ პასუხი მოსთხოვოს ირაკლი ღარიბაშვილს.

ჩვენ ვიქნებით იქ, სადაც არის თითოეული საქართველოს მოქალაქის ინტერესი, ასე ვერ გაგრძელდება. ჩვენ მონაწილეობას მივიღებთ მხოლოდ და მხოლოდ იმ პროცესში, რომელიც გულისხმობს საქართველოს ხელისუფლებისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხს.

ირაკლი ღარიბაშვილის, გომელაურისა და საქართველოს მთავრობის ყველა წევრის გადაყენების საკითხს და აქვე, რა თქმა უნდა, ჩვენ ერთადერთ შემთხვევაში მივიღებთ მონაწილეობას, ეს იქნება საქართველოს კონსტიტუციისთვის კენჭისყრა"
,-თქვა ხატია დეკანოიძემ.

ოპოზიციამ სხდომათა დარბაზი დატოვა და კონსულატაციებს იწყებს. ლელოს ლიდერებმა განცხადება გააკეთეს და თქვეს, რომ აქტიურად უნდა დაიწყონ მსჯელობა მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურა.
Print