პოლიტიკა
ქეთევან ლონდარიძე ბაკურიანის რწმუნებულად დაინიშნა (ვიდეო)
რამდენიმე თვიანი პაუზის შემდეგ, მერს ბაკურიანის თემში ახალი წარმომადგენელი ჰყავს. აღნიშნულ თანამდებობაზე ქეთევან ლონდარიძე დაინიშნა. ახლადდანიშნული რწმუნებული უფლებამოვალეობის შესრულებას 14 ივლისიდან შეუდგა. ქეთევან ლონდარიძე ადგილობრივია. პროფესიით იურისტი. 1996 წლიდან მუშაობდა ბორჯომის რაიონულ სასამართლოში. ბოლო 16 წლის განმავლობაში კი შინაგან საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა პოზიციაზე იყო დასაქმებული. ლონდარიძის განცხადებით, პოზიციაზე მისი კანდიდატურის შერჩევა, კონკურსის საფუძველზე მოხდა. ქეთევან ლონდარიძემ აღნიშნულ თანამდებობაზე გოჩა გობრონიძე ჩაანაცვლა. ეს უკანასკნელი, ბაკურიანის თემში მერის წარმომადგენელი წლების მანძილზე იყო. მან თანამდებობა განცხადების საფუძველზე დატოვა. 

წყარო: ტელეკომპანია ბორჯომი

Print