პოლიტიკა
"არ მახსოვს, დიშვილის აქტიურობის გამო, სამსახურიდან დეიდა გაეშვათ" - დები აბულაძეები სამსახურიდან გაათავისუფლეს
მარინა აბულაძის თქმით, 24 აგვისტოს მხარის გუბერნატორმა ბესიკ ამირანაშვილმა მასთან ერთად ახალციხის საკრებულოს აპარატის უფროსი თამარ აბულაძე კაბინეტში დაიბარა და გათავისუფლების შესახებ განცხადების დაწერა მოსთხოვა. 

მას შემდეგ, როცა მხარის გუბერნატორმა ბესიკ ამირანაშვილმა დები კაბინეტში დაიბარა, მარინა და თამარ აბულაძეებმა შექმნილ ვითარებაში გარკვევამდე შვებულებაში გასვლის შესახებ, 25 აგვისტოს, განცხადებები დაწერეს. სამსახურის უფროსებმა განცხადებები არ დაუკმაყოფილეს, საპასუხოდ კი გათავისუფლების ბრძანებები გადასცეს.

Print