პოლიტიკა
ადიგენის მერმა ბეტონი მისი ხელოსნების სახლამდე დაასხა - სოფელ აბასთუმანში 50-მეტრიან გზას აპროტესტებენ
სოფელ აბასთუმანში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ერთ-ერთ შიდა გზაზე ბეტონი სანახევროდ, 60 მეტრზე დააგეს. ადგილობრივცები ამბობენ, რომ თვითმმართველობამ ისინი მოატყუა, რადგან იცოდნენ, რომ შიდა გზის რეაბილიტაცია უნდა განხორციელებულიყო, თუმცა პროექტის დასრულების შემდეგ აღმოჩნდა, რომ ამორტიზებული გზის მცირე მონაკვეთი მოწესრიგდა.

სოფელ აბასთუმანში ამბობენ, რომ ბეტონის გზა იმ სახლამდეა დაგებული, სადაც ადიგენის მერის ხელოსნები ცხოვრობენ. მამა-შვილმა ზაქარია ენდელაძეს სახლი გაურემონტა. ადგილობრივებს ეჭვი აქვთ, რომ მუნიციპალიტეტის პირველმა პირმა მის ხელოსნებს პატივი სცა.

სოფელ აბასთუმნის მკვიდრი გია ჩილაშვილი ამბობს, რომ ამ ფაქტის გაპროტესტების შემდეგ ზაქარია ენდელაძე მას დაემუქრა. ის ადიგენის მერთან ფეისბუკ მიმოწერასაც ავრცელებს.

თავად ზაქარია ენდელაძე კი გია ჩილაშვილთან დაპირისპირებას და მუქარას უარყოფს და ამბობს, რომ გ ზის მოწესრიგების პროექტი თავად მოსახლეობამ შეარჩია.

Print