პოლიტიკა
დღეს პარლამენტის საშემოდგომო სესია იხსნება
7 სექტემბერს პარლამენტის საშემოდგომო სესია იხსნება. რეგლამენტის თანახმად, საშემოდგომო სესია სექტემბრის პირველ სამშაბათს იხსნება და დეკემბრის მესამე პარასკევს იხურება.

პირველ პლენარულ სხდომაზე განსახილველად კონსტიტუციურ კანონში ცვლილებების პროექტი გადის. დღეს პარლამენტის ბიურო პლენარული სხდომის დღის წესრიგს განსაზღვრავს და დაამტკიცებს.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე ერთი თვით ადრე პარლამენტი პასიური მუშაობის რეჟიმში გადადის, რა დროსაც, შესაძლებელია არჩევნებამდე დარჩენილ დროში პლენარული და საკომიტეტო სხდომები არ გაიმართოს.
Print