პოლიტიკა
სააკაშვილის დაბრუნებას დიდი ეფექტი მოჰყვება, არ მგონია, ეს პოზიტიური იყოს - ევროპარლამენტარი
მარინა კალიურანდი აცხადებს, რომ საქართველოს მშვიდობიანი, სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნები ესაჭიროება.

,,ვფიქრობ მნიშვნელოვანია, რომ ევროპარლამენტი და ევროკავშირი აქ არის. ველოდებით არჩევნებს. ჩემი გზავნილი საქართველოს პოლიტიკური პარტიისთვის იქნება, რომ გთხოვოთ პატივი სცეთ მშვიდობიან და დემოკრატიულ არჩევნებს. გთხოვთ პატივი ეცით ოდირის შეფასებას.

რამდენიმე კვირის წინ ევროპული პარლამენტის წევრებთან ერთად შეხვედრა მქონდა ყოფილ პრეზიდენტ სააკაშვილთან სტრასბურგში. შეხვედრისას მეც და ყველა წევრმა, ვფიქრობ ძალიან მკაფიოდ ვთხოვეთ მას, არ გამოიწვიოს პროვოკაციები. ვთხოვეთ გამოიყენოს მისი პოლიტიკური კაპიტალი, რაც მას ამ ქვეყანაში აქვს ვითარების დეპოლარიზაციისთვის, ეს ქვეყანა მშვიდობიან, სამართლიან და დემოკრატიულ არჩევნებამდე მიიყვანოს და გააკეთოს ყველაფერი პოლარიზაციის დასაძლევად, რაც სამწუხაროდ საქართველოში ბოლო არჩევნების შემდეგ მოხდა,"
- განაცხადა ევროპარლამენტარმა.

ცნობისთვის, ვროპარლამენტარების ნაწილი, რომელიც 2 ოქტომბრის არჩევნებს დააკვირდებიან უკვე თბილისშია. დელეგაცია სულ 7 დეპუტატისგან შედგება. მათ შორის არის ესტონელი კანონმდებელი მარინა კალიურანდი და ჩეხი დეპუტატი მარკეტა გრეგოროვა.

როგორც ჩეხი დეპუტატმა მარკეტა გრეგორევამ განაცხადა, 2 ოქტომბერს მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შესაძლო დაბრუნებას დიდი გართულებები მოჰყვება.



Print