პოლიტიკა
თბილისში გამართულ აქციას ახალციხიდანაც შეუერთდებიან
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით თბილისში მასშტაბური აქცია დააანონსა. მან საზოგადოებას 14 ოქტომბერს, 18:00 საათზე, თავისუფლების მოედანზე შეკრებისკენ მოუწოდა.

„უნდა შევიკრიბოთ ძალიან, ძალიან ბევრი თბილისში, 14 ოქტომბერს, 18:00 საათზე. იმდენი უნდა შევიკრიბოთ, როგორც არასდროს, გავლილი 10 წლის განმავლობაში არ შევკრებილვართ. მთავარი მიზეზი შეკრების რა არის - ჩვენი, ცალკე აღებული „ნაციონალური მოძრაობის“ ვალია, რომ მიხეილ სააკაშვილი იქ არ იყოს, სადაც მისი ადგილი არ არის. ეს არის აბსოლუტურად ღია აქცია და ვეპატიჟებით ყველას იმისთვის, რომ მთელმა მსოფლიომ და საერთაშორისო საზოგადოებამ დაინახოს და გაიგოს, რომ ასე არ არის ბიძინა ივანიშვილო - ვისაც გინდა დაიჭერ, ჩასვამ და შენი ბინძურ პროპაგანდით ტვინს გამოურეცხავ. ამიტომ სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ ამ თარიღს“, - განაცხადა მელიამ.

ამასთან, ნიკა მელიას თქმით, ოპოზიციამ არჩევნებამდე დარჩენილ დღეებში მთელი ქვეყნის მასშტაბით
„სამაგალითო ბრძოლა უნდა აჩვენოს“

14 ოქტომბერს დაანონსებულ აქციას შეუერთდებიან სამცხე-ჯავახეთიდანაც. ენმ-ს ახალციხის ოფისის თავმჯდომარე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას სამხრეთ საქართველოდან ორგანიზებულად შეუერთდებიან.

,,მიმდინარეობს ორგანიზაციული საკითხების დაზუსტება, რა თქმა უნდა ვუერთდებით საპროტესტო აქციას და ვითხოვთ მესამე პრეზიდენტის გათავისუფლებას" - აცხადებს დავით ბალიაშვილი.
Print