პოლიტიკა
თბილისში დაგეგმილ აქცია - პერფორმანსს ახალციხიდანაც შეუერთდნენ
თბილისში, დღეს დაგეგმილ აქციაზე წასასვლელად, ახალციხის გასასვლელთან 200-მდე ადამიანი შეიკრიბა. ენმ-ს წევრები მხარდამჭერებთან ერთად მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვენ და აცხადებენ, რომ ზეწოლის მიუხედავად იბრძოლებენ მანამ, ვიდრე დაკავებული პრეზიდენტი არ გათავისუფლდება.

ენმ-ს ახალციხის ოფისის წარმომადგენლის დავით ახალკაცის თქმით, სამცხის ოთხი მუნიციპალიტეტიდან მხარდამჭერები ქვიშხეთთან შეიკრიბებიან და კოლონებით გაემგზავრებიან თბილისში.

Print