პოლიტიკა
სახელმწიფო შესყიდვებზე გაფორმებული ხელშეკრულებები - ასპინძაში საკრებულოს სხდომა გაიმართა
ასპინძის საკრებულოს თავმჯდომარის მამუკა მელიქიძის ხელმძღვანელობით, 22 ოქტმბერს, მუნიციპალიტეტში საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა.

საკრებულოს სხდომის ფარგლებში დეპუტატებმა, დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხი განიხილეს;

1. ,,ასპინძის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ’’ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 18 დეკემბრის №24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;

დეპუტატებმა წარმოდგენილი საკითხი ხმათა უმრავლესობით დაამტკიცეს.

საკრებულოს საფინანსო საბიუჯეტო ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ანა ტივაძემ დეპუტატებს მიაწოდა ინფორმაცია, ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ სახელმწიფო შესყიდვებზე გაფორმებული ხელშეკრულებების თაობაზე (N80-დან N125 -ის ჩათვლით), რის შემდეგაც საკრებულოს თავმჯდომარემ სხდომა დახურულად გამოაცხადა.
Print