პოლიტიკა
კომპენსაციად ვითხოვ 55 555 ლარს - გოჩა ქიმაძე
ადიგენის გამარჯვებულმა მერობის კანდიდატმა ბრიფინგი გამართა. გოჩა ქიმაძემ ნიკა გვარამიას წინააღმდეგ სარჩელი მორალური ზიანის მიყენებისთვის შეიტანა და კომპენსაციის სახით 55 555 ლარის ანაზღაურებას ითხოვს. მისივე თქმით, აღნიშნული თანხა საქველმოქმედო ოღგანიზაციაში გადაირიცხება.

გოჩა ქიმაძის ბრიფინგის ძირითადი საკითხი იყო ,,მთავარ აქცენტებში" გაჟღერებული თემა, რა დროსაც ტელეკომპანია ,,მთავარის" დამფუძნებელმა ქართული ოცნების მერობის კანდიდატთა უმრავლესობას სუსიგან გადაბირებული აგენტები უწოდა.

ნიკა გვარამიას თქმით, გოჩა ქიმაძე ნაციონალური მოძრაობის დროს 2007 წელს გადაიბირეს და ფსევდონიმად მამლუქი უწოდეს. გვარამიას მტკიცებითვე, მას თანამდებობის პირებისა და სკოლის კონტიგენტზე ინფორმაციის შეგროვება ევალებოდა.

გაჟღერებულ ინფორმაციას, კატეგორიულად უარყოფს გოჩა ქიმაძე და ფაქტს დისკრედიტაციად აღიქვამს.

გთავაზობთ ინფორმაციას სამცხე-ჯავახეთის გამარჯვებული მერების შესახებ, რომელიც ნიკა გვარამიამ 12 სექტემბერს გაავრცელა.

ასპინძა - როსტომ მაგრაქველიძე ​

2017-2021 მოქმედი მერი. 2016 წელი - ასპინძის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე. 2005 წელი- გადმოიბირებულია სამცხე-ჯავახეთის კონტრდაზვერის მიერ. დავალება - საჯარო მოხელეების შესახებ ინფორმაციის შეგროვება და ინფორმაციის მიწოდება ცენტრში. აგენტურული ფსევდონიმი - "ქეთელაური"

ბორჯომი - ოთარ არბოლიშვილი

2018- საკრებულოს მაჟორიტარი წაღვერიდან 2020 საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი. 2009 წელი - ​გადმოიბირებულია სამცხე-ჯავახეთის კონტრდაზვერვის მიერ. დავალება - საჯარო მოხელეების შესახებ ინფორმაციის შეგროვება და ინფორმაციის მიწოდება ცენტრში. აგენტურული ფსევდონიმი - "ერეკლე".

ადიგენი - გოჩა ქიმაძე

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, ორგზის მაჟორიტარი ადიგენში. 1999-2004 მაჟორიტარი ადიგენში ბლოკიდან "ახალი საქართველოსთვის" (მოკავშირე და სოციალური პარტიის ბლოკი). 2007 წელს
გადმობირებულია კონტრდაზვერის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის მთავარი სამმართველოს მიერ. დავალება - საჯარო მოხელეების შესახებ ინფორმაციის შეგროვება, ასევე სასკოლო კონტიგენტზე. ფსევდონიმი - "მამლუქი"

ახალქალაქი - მელქო მაკარიანი

ორი მოწვევის საკრებულოს წევრი. საქართველოში უნივერსიტეტი ვერ დაამთავრა, ამიტომ ჩააბარა სომხეთის "გიუმრის" პედაგოგიურში, რომელიც საქართველოში აკრედიტირებული არ არის.

2013 წელი - "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერი. 2014 წელი - ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობდა კახა კუკავას ოლქიდან. ფრაქცია "თავისუფლი საქართველოს" თავმჯდომარე. 2017 - იყო "ოცნებიდან" იგივე ფრაქციაში შევიდა. 2020 წელს - ახალქალაქში საარჩევნო შტაბის უფროსი.

2010 წელს გადმობირებულია. დავალება - ადგილობრივი პოლიტიკური ძალების შესახებ ინფორმაციის შეგროვება და მიწოდება ცენტრში. მეტსახელი "კამი"

ნინოწმინდა - ანივარდ მოსოიანი

2008-2009 წლები- სკოლის დირექტორი ნინოწმინდაში. 2009-2011 წლებში - ნინოწმინდის რესურსცენტრის უფროსი. 2014-2017 წლები - საკრებულოს დეპუტატი, ენზელ მკოიანის კადრი. 2017-2021 წლები - ნინოწმინდის მერი. აუდიტის დასკვნით, მისი მერობის პერიოდში მკოიანის კომპანიისგან საწვავი საბაზრო ფასზე რამდენჯერმე ძვირად იყიდა და ამით ბიუჯეტს 200 000 ლარზე მეტი ზიანი მიაყენა. 2007 წელს - გადმობირებულია კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს მიერ აგენტურული ფსევდონიმი "აგავა".

Print