პოლიტიკა
ოპოზიცია რომ ლაპარაკობს სისულელეებს, ნახონ რამდენი მხარდამჭერი გვყავს რეალურად - დავით ტაბატაძე
ახალციხიდან თბილისში გამართულ შემაჯამებელ აქციაზე 2 ათასამდე ადამიანი მიდის - ამის შესახებ მეცხრე არხს ,,ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა განუცხადა.

როგორც დავით ტაბატაძე განმარტავს, დედაქალაქის აქციას ახალციხეც უერთდება და პარტია მხარდამჭერებთან ერთად მიდის თბილისში.

,,ყველამ დაინახოს, რომ ქართული ოცნება არის ის ერთადერთი პარტია, რომელსაც მართლაცჰყავს მხარდამჭერები. ოპოზიციური პარტიები გაჰყვირიან, რომ არჩევნები გაყალბდა და ათას სისულელეს ლაპარაკობენ. საზოგადოება კი დაამტკიცებს დღეს, რომ არაფერი გაყალბებულა და მმართველ პარტიას რეალურად ჰყავს მხარდამჭერები" - განაცხადა დავით ტაბატაძემ.




Print