პოლიტიკა
,,ხელისუფლება ამომრჩევლის დაშინებასა და დემორალიზაციაზეა გადასული" – დავით დარჩიაშვილი
მუსხი–ურავლის გზაზე მომხდარ ინციდენტზე, ახალციხის რაიონულმა სამმართველომ, მოკვლევა დაიწყო. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძარცვას გულისხმობს. შსს–ში ამბობენ, რომ ამ ეტაპზე მხოლოდ დაზარალებული, ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრია დაკიკითხული.  

ინციდენტი 27 ოქტომბერს, მუსხი ურავლის გზაზე მოხდა. ,,ნაციონალური მოძრაობის” მტკიცებით, ნიკოლოზ ხიზაძეს კეთილმოწყობის ყოფილმა უფროსმა გიორგი ბალიაშვილმა, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. მასთან ერთად მხარის გუბერნატორიც იმყოფებოდა. ,,ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში” ამბობენ, რომ საქმე თანამდებობის ბოროტად გამოყენების მუხლითაც უნდა აღიძრეს, რადგან შემთხვევის ადგილზე აკაკი მაჭუტაძეც იმყოფებოდა.

გიორგი ბალიაშვილთან დაკავშირებას, მეორე დღეა ვერ ახერხებს ,,მე–9 არხი.” ინციდენტი უარყო მხარის გუბრერნატორმა. აკაკი მაჭუტაძემ სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ აღნიშნული ,,ნაციონალური მოძრაობის” წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია.

დაშინებისა და ცემის მიუხედავად, პარტია წინასაარჩევნო კამპანიას მაინც აგრძელებს – ამბობენ ,,ნაციონალურ მოძრაობაში.”  მომხდარზე შს მინისტრმა კომენტარი არ გააკეთა და აღნიშნა, რომ იგი გამოძიების შედეგს ელის.

ავტორები: რუსუდან გვარამაძე, ლევან ყურაშვილი.

Print