პოლიტიკა
"700-მდე მხარდამჭერი წავედით" - აქციას სამცხე-ჯავახეთიდან უერთდებიან
რუსთავის ციხესთან დაგეგმილ აქციას სამცხე-ჯავახეთიდანაც უერთდებიან. „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები უკვე გაემგზავრნენ რუსთავში. ახალციხის ორგანიზაციის თავმჯდომარის დავით ბალიაშვილის თქმით, აქციას რეგიონიდან 700-მდე პირი შეუერთდება.

ექვსი ნოემბრის აქციის მონაწილეები მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მულტიფუნქციურ საავადმყოფოში მოთავსებას ითხოვენ.

დღესვე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ბრიფინგზე განაცხადეს, რომ პოლიტიკური ჯგუფები სახელმწიფო დაწესებულებების, კერძოდ - საქართველოს პარლამენტის, მთავრობის ადმინისტრაციის, პრეზიდენტის ადმინისტრაციის, იუსტიციის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობების ბლოკირებას და პენიტენციურ დაწესებულებებთან მისასვლელი გზების გადაკეტვას გეგმავენ.

მათივე ინფორმაციით, აქციის ორგანიზატორები აქტიურად განიხილავენ ძალოვანი სტრუქტურების ცალკეული თანამშრომლის გადაბირებისა და ერთ-ერთი ოპოზიციური ლიდერის ლიკვიდაციის შესაძლებლობასაც.
Print