პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად მეუფე ნიკოლოზი მივიდა
რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად ახალქალაქის და კუმურდოს მიტროპოლიტი, მეუფე ნიკოლოზი (ფაჩუაშვილი) მივიდა.

მას პენიტენციურ დაწესებულებაში შესვლამდე ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია.

მეუფე ნიკოლოზმა მიხეილ სააკაშვილი ციხეში 13 ოქტომბერსაც მოინახულა.
Print