პოლიტიკა
შიმშილობა კიდევ 9 დეპუტატმა დაიწყო
მიხეილ სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით, საქართველოს პარლამენტის 9 ოპოზიციონერი დეპუტატი შიმშილობას იწყებს - საგანგებო განცხადება ამის შესახებ საკანონმდებლო ორგანოში ენმ-ს ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით კირკიტაძემ გააკეთა.

შიმშილობას იწყებენ დეპუტატები: დავით კირკიტაძე, აკაკი მინაშვილი, თემურ ჯანაშია, ბაჩუკი ქარდავა, ნიკა მაჭუტაძე, გიორგი გოდაბრელიძე, სულხან სიბაშვილი, ლევან ბეჟაშვილი, აბდულა ისმაილოვი.

პოლიტიკური პარტია "დროას" ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ, რომელიც უკვე 12 დღეა შიმშილობს, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით ექიმებს თხოვნით მიმართა.

ცნობისთვის საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი პროტესტის ნიშნად უკვე 45 დღეა შიმშილობს და აცხადებს, რომ შიმშილობას მხოლოდ მაშინ შეწყვეტს, თუ მისი გადაყვანა მრავალპროფილურ სამედიცინო დაწესებულებაში მოხდება.
Print