პოლიტიკა
ახალციხის ახალარჩეულ მერს სამი ახალი მოადგილე ჰყავს
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა მოადგილეები დანიშნა.ირაკლი ლაზარაშვილის მოადგილეები არიან ილია ზარდიაშვილი, ვაჟა გაჩეჩილაძე და რუბენ კარაპეტიანი. ისინი საქმიანობას ოფიციალურად 15 ნოემბრიდან შეუდგნენ.

ილია ზარდიაშვილს ახალციხის მერიაში ეკონომიკის სამსახურის უფროსის პოზიცია ეკავა, რუბენ კარაპეტიანი მერის მოადგილე იყო, ის სოციალურ საკითხებს კურირებდა. რაც შეეხება ვაჟა გაჩეჩილაძეს - ის 2021 წლის იანვრიდან დასუფთავების სამსახურის - ა(ა)იპ „ახალციხის სერვის-ჯგუფის“ დირექტორი იყო.

ახალდანიშნული მოადგილეები ამბობენ, რომ ჯერ არ გადაწყვეტილა, რომელ მიმართულებებს უხელმძღვანელებენ.
Print