პოლიტიკა
სომხეთი და აზერბაიჯანი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
სომხეთი და აზერბაიჯანი 16 ნოემბერს საზღვარზე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმდნენ. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.

13, 14 და 15 ნოემბერს მომხდარი შეიარაღებული შეტაკებების შედეგად არიან დაღუპულები და დაჭრილები. ერევნის ინფორმაციით, მისი მხრიდან 15 სამხედრო დაიღუპა და 12 ტყვედ ჩავარდა. აზერბაიჯანი ორი დაჭრილი სამხედროს შესახებ იუწყება.

შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რუსეთის შუამავლობით გაფორმდა. ამჟამად სიტუაცია დასტაბილურდა და კონტროლს ექვემდებარება.

მხარეებმა დაძაბულობის ესკალაციაში ერთმანეთი დაადანაშაულეს.
Print