პოლიტიკა
სამხარეო ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ახალციხისა და ასპინძის მერები არ ესწრებიან
სამცხე-ჯავახეთის ადმინისტრაციაში, მხარის გუბერნატორმა არჩევნების შემდეგ პირველი შეხვედრა გამართა. შეხვედრას ექვსივე მუნიციპალიტეტის გამარჯვებული მერები და მათი წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე ოთხი ძირითადი საკითხი განიხილეს.

2021 წელს განხორციელებული პროექტების შეჯამება და მომავლი წლის ბიუჯეტის დააგეგმვა, რეგიონში არსებული კოვიდსიტუაცია და ინტერმუნიციპალური დაფინანსებით შექმნილი სარაგბო კლუბ ,,ტაოს" საქმიანობა.

შეხვედრას არ ესწრებოდნენ ახალციხისა და ასპინძის მუნიციპალიტეტის მერები. ირაკლი ლაზარაშვილი და როსტომ მაგრაქველიძე კოვიდინფიცირებულები არიან.

Print