პოლიტიკა
ახალციხის საკრებულოს პირველი სხდომა "ნაციონალების" წუთიერი დუმილით დაიწყო
ახალციხის ახალი მოწვევის საკრებულომ პირველი სხდომა გამართა, რომელიც ახალციხის #37 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ არჩევნების შედეგების გამოცხადებით გახსნა.

საუბრის დაწყებამდე "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ბათუმის საკრებულოს გარდაცვლილ წევრს, ნუგზარ ფუტკარაძეს. მმართველი პარტიის წევრთა ნაწილი ფეხზე არ ადგა, ასევე გააპროტესტეს "ნაციონალების" რეპლიკა, რომ ის სისტემისა და რეპრესიების მსხვერპლია.

სხდომა უხუცესმა წევრმა, ზოია ბალიაშვილმა გახსნა. ამ წუთებში მიმდინარეობს დროებითი კომისიების არჩევა.

ახალციხის საკრებულოში 39 წევრია, 13 მაჟორიტარიდან ერთი "ევროპული საქართველოს" წევრია, 12 კი "ქართული ოცნების".

პროპორციული სიის მანდატები ასე გადანაწილდა: 8 "ნაციონალური მოძრაობა", 2 "გახარია საქართველოსთვის", 16 კი მმართველი პარტია.
Print