პოლიტიკა
ახალციხეში საკრებულოს თავმჯდომარის სამი მოადგილე აირჩიეს
საკრებულოს თავმჯდომარის შემდეგ, დეპუტატებმა ფარული კენჭისყრით სამი მოადგილე აირჩიეს.

დავით ლომიძემ კანდიდატებად დავით ტაბატაძე, საბა კბილაშვილი და ამბარცუმ ბაბოიანი დაასახელა. სამივე მათგანმა 28-28 ხმა მიიღო.

როგორც თავმჯდომარის, ისე მოადგილეების არჩევნებში არ ჩაერთო ოპოზიცია. 11-ვე წევრმა მონაწილეობაზე უარი განაცხადა.
Print