პოლიტიკა
ახალციხის საკრებულოში ორი ფრაქცია შეიქმნა და ხუთი კომისია დაკომპლექტდა
ახალციხის საკრებულოში ორი ფრაქცია შეიქმნა - "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბესიკ ბლიაძეა. მას შვიდი მოადგილე ეყოლება. მეორე ფრაქციაა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. მისი თავმჯდომარე სამსონ ბალიაშვილია, მას ორი მოადგილე ჰყავს.

დღესვე ახალციხის საკრებულოში ხუთი კომისია შეიქმნა. ახალმოწვეული საკრებულოს წევრებმა კომისიის თავმჯდომარეები აირჩიეს. ესენია:

საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე - გურამ გელაშვილი;

სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე - ნოდარ ტალახაძე;

მუნიციპალური ქონების მართვის, ბუნებრივი რესურსების და აგრარულ საკითხთა კომისია - ზოია ბალიაშვილი;

საკრებულოს სოციალურ საკითხთა, კულტურის, განათლების სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა კომისია - ნინო მიქაბერიძე;

სამანდატო, საპროცედურო, იურიდიულ საკითხთა და ეთიკის კომისია - მარიამ გოგოლაძე.


Print