პოლიტიკა
თვითმმართველობაში სამი წამყვანი პოზიცია ვაკანტურია
ახალციხის მერიასა და მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ-ში სამი ვაკანტური ადგილია. ახალციხის მერის ირაკლი ლაზარაშვილის თქმით, ზედამხედველობის და ეკონომიკური სამსახურების უფროსის პოზიციაზე კანდიდატებს კონკურსის წესით შეარჩევენ. რაც შეეხება „ახალციხის ციხის“ დირექტორის თანამდებობას, ამ პოზიციაზე სასურველ კანდიდატს მერი დანიშნავს.

ეკონომიკური სამსახურის უფროსის ადგილი ვაკანტური მას შემდეგ დარჩა, როცა ილია ზარდიაშვილმა მერის მოადგილის პოსტზე გადაინაცვლა. რაც შეეხება ზედამხედველობის სამსახურს - ეს პოზიცია დიდი ხანია თანამშრომლის გარეშეა.

„ახალციხის ციხის“ დირექტორმა თანამდებობა თითქმის, ოთხწლიანი მუშაობის შემდეგ, საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა. ის ახალციხის საკრებულოს დეპუტატი გახდა „ქართული ოცნების“ პროპორციული სიით და პირველ სხდომაზე თავმჯდომარის პირველ მოადგილედაც აირჩიეს.

ახალციხის მერი ამბობს, რომ ამ ვაკანტურ პოზიციაზე ახალ უფროსს მიმდინარე კვირაში დანიშნავს.

Print