პოლიტიკა
"ნაცმოძრაობის" პერიოდი ისტორიაში შევა როგორც ყველაზე მძიმე, ბოროტი და სისხლიანი - კალაძე
“ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის 9-წლიანი პერიოდი უახლოეს ისტორიაში შევა როგორც ყველაზე მძიმე, ყველაზე ბოროტი და ყველაზე სისხლიანი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა და დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს ეროვნული შერიგების იდეასთან დაკავშირებით განუცხადა.

როგორც ამ საკითხზე საუბრისას კალაძემ აღნიშნა, პირველ რიგში, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უნდა გააანალიზოს საკუთარი მმართველობის წლები.

„პირველ რიგში, ვფიქრობ, „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს გასაანალიზებელი თავიანთი მმართველობის 9-წლიანი პერიოდი, თუ რამხელა ტრაგედია იყო ეს ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი მოსახლეობისთვის ,,,რაც შეიძლება რომ ადამიანმა გაიფიქროს, ყველაფერი იკადრეს და გაუკეთეს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას. ეს არის უმძიმესი 9-წლიანი მმართველობის პერიოდი“,
- განაცხადა კალაძემ.
Print