პოლიტიკა
იგეგმება თუ არა სამთავრობო ცვლილებები?
"შეეშვით ჭორაობას", - ასე უპასუხა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვას, იგეგმება თუ არა სამთავრობო ცვლილებები.

„რაც შეეხება იმას, იქნება თუ არა სამთავრობო გუნდში ცვლილებები, თქვენ ყოველთვის ცდილობთ, რომ შექმნათ განცდა, თითქოს რაღაც ხდება, რაც არასწორია. სამთავრობო ცვლილებებზე გადაწყვეტილებას იღებს პრემიერი და არა რომელიმე თქვენი რედაქტორი. აქედან გამომდინარე გთხოვთ, რომ შეეშვათ ამ ჭორაობას“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

ორი დღეა მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე ეკატერინე ტიკარაძეს არჩილ თალაკვაძე შეცვლის. პრემიერ-მინისტრის პოზიციაზე კი, ირაკლი ღარიბაშვილს ეკატერინე ტიკარაძე ჩაანაცვლებს. სამთავრობო ცვლილებებზე ჯერ არც ერთი მინისტრი და პარტიის ლიდერი არ საუბრობს.
Print