პოლიტიკა
ახალციხის საკრებულოში კიდევ ერთი ფრაქცია შეიქმნა
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში ცვლილება მოხდა, შედეგად ახალი ფრაქცია „ახალციხე - საქართველოსთვის“ ჩამოყალიბდა. ფრაქციას მარინა აბულაძე უხელმძღვანელებს, მოადგილედ კი მისი თანაპარტიელი გიორგი გიორგაძე დაინიშნა. 

ფრაქცია ორი პარტიის - ევროპული საქართველოსა" და ,,გახარია - საქართველოსთვის" წევრების გაერთიანებით შეიქმნა.

წევრებმა განაცხადი ფრაქციის შექნაზე საკრებულოში ერთი კვირის წინ შეიტანეს.

Print