პოლიტიკა
სამწუხაროა, რომ მიხეილ სააკაშვილი დაბადების დღეს ხვდება ივანიშვილის პირად პატიმრობაში - აქციის მონაწილეები
თბილისში, "ნაციონალური მოძრაობის" დაგეგმილ აქციას სამცხე-ჯავახეთიდანაც შეუერთდნენ. ოთხასამდე ადგილობრივი ახალციხიდან, ასპინძიდან, ადიგენიდან და ბორჯომიდან დედაქალაქში ერთი მოთხოვნით გაემგზავრა - გათავისუფლდეს მესამე პრეზიდენტი.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ თბილისში გამართული მასშტაბური აქციით სააკაშვილს დაბადების დღეს მიულოცავენ. მხარდამჭერების თქმით, აპროტესტებენ გაძვირებულ ცხოვრებას, გაზრდილ კრიმინალს და ქვეყანაში არსებულ უსამართლობას.

Print