პოლიტიკა
ახალციხის მერიასა და საკრებულოში ხელფასების მუხლი 616 700 ლარით იზრდება
ახალციხის საკრებულოსა და მერიის თანამშრომლებს ხელფასები ემატებათ. 2022 წლის ბიუჯეტის პროექტში, თვითმმართველობაში შრომის ანაზღაურება 616 700 ლარით იზრდება.

ინიციატივას მხარს დეპუტატების უმრავლესობა უჭერს. საკრებულოს თავმჯდომარე დავით ლომიძე მიზეზად, თვითმმართველობიდან კვალიფიციური კადრების გადინებას ასახელებს.

მთავარი ფინანსური დოკუმენტის მიხედვით, საკრებულოს თანამშრომლების სახელფასო ფონდი 8 000 ლარით გაიზრდება, მერიის კი - 608 700 ლარით.

Print